weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რესურსცენტრის უფროსი უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს პოლიციელს, რომელსაც ცოლი არ დაუსაქმა

11:12 პარასკევი, 04 თებერვალი 2022

ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას პოლიციელების წინააღმდეგ მიმართა. ამის შესახებ გოგუაძემ „რეგინფოს“ განუცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც ორი წლის წინ სახლში იარაღით მიაკითხა და ცოლის სკოლაში დასაქმებას სთხოვდა, დღეს თანამდებობით ბოროტად სარგებლობს და კანონს არღვევს. 

ზვიად გოგუაძემ გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საღამოს საათებში ორმა პოლიციელმა გააჩერა და მისი ნების საწინააღმდეგოდ ფოტოები გადაუღეს. 

„მე და ჩემი ნათლულის მამა, საღამოს საათებში, ფეხით დავდივართ სურამში. ფეხით ბევრი სიარული მიწევს პოსტ-კოვიდის შედეგად არასასურველი ანალიზის გამო. ორი „ინტელექტუალი“ პოლიციელი მაჩერებს და იდენტიფიცრებისთვის ფოტოებს მიღებს. ვეუბნები სახელს, გვარს, ვთავაზობ პირად ნომერს, ვუსახელებ თანამდებობას და იდენტიფიცირების მიზნით, თურმე, ფოტო უნდა გადამიღოს. არღვევს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტს – პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა. ვიდეოში, რომელიც გადავიღე, ჩანს, რომ პირად ნომერსაც ვთავაზობ, მაგრამ მაინც გამამაიმუნეს და ფოტოები გადამიღეს“, – აცხადებს ზვიად გოგუაძე.

გოგუაძის ინფორმაციით, შსს-ს გენერალურ ინსპექციას აღნიშნული ვიდეოც წარუდგინა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გოგუაძე წერდა, რომ ერთ-ერთ პოლიციელს პირადი მოტივი ამოძრავებდა.

„ერთ-ერთი არის პოლიციელი, რომელიც ორი წლის წინ, სახლში მაკითხავს პოლიციის მანქანით, საშტატო იარღით, ფორმაში ჩაცმული და ცოლის დასაქმებას მთხოვს. (კამერა მაქვს იქ, საიდანაც შემოვიდა და თარიღიც მახსოვს). რამდენი ცოლებს არ დავუსაქმებ, ქუჩაში იქნებ იარაღიც მესროლონ“, – წერდა გოგუაძე.

Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი გოგუაძემ მოგვიანებით წაშალა. როგორც მან „რეგინფოს“ განუცხადა, საკითხის განხილვა კერძო სივრცეში გადაიტანა, სამართლებრივად კი ბოლომდე იბრძოლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]