weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა

11:07 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 73 251 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 33.61%-ია. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 11 801, რეგიონებში კი ასეთი მონაცემებია:

  • იმერეთი – 3382
  • აჭარა – 2187
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1577
  • შიდა ქართლი – 1418
  • ქვემო ქართლი – 1265
  • კახეთი – 1114
  • მცხეთა-მთიანეთი – 697
  • გურია – 657
  • სამცხე-ჯავახეთი – 380
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 138

ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 54 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 210 686 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 

  • 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის; 
  • 6082 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1228 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი;
  • 1897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. 1 124 442 დაინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]