weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარნეულში 17 წლის ბიჭი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

14:11 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

ქალაქ მარნეულში 30 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებულ ა.მ.-ს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]