weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ტუალეტების პრობლემის გამო სამი სკოლის დირექტორი მოხსნეს

17:20 პარასკევი, 05 მაისი 2017

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან დაკავშირებული ხარვეზები, კერძოდ, საპირფარეშოებში დაცული არ იყო ჰიგიენის ნორმები.

სამსახურიდან გათავისუფლდნენ თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლების დირექტორები. საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, სოფელ ჯანდარის, სოფელ წერეთლის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის სკოლებს.

2017 წლის დასაწყისში ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ყველა შემთხვევაში, როდესაც სველი წერტილის მოწესრიგება შესაძლებელი იყო და არ მოწესრიგდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]