weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა

12:11 ხუთშაბათი, 10 თებერვალი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 68 392 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 22 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 32.82%-ია.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 10 931 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 3281

აჭარა – 1876

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1496

ქვემო ქართლი – 1193

კახეთი – 1101

შიდა ქართლი - 1062

გურია – 616

მცხეთა-მთიანეთი – 450

სამცხე-ჯავახეთი – 359

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 13 245 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირების 228 153 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 220 210 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6085 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1232 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი;
  • 1858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.

საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევა დადასტურდა. 1 154 476 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]