weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა

11:14 პარასკევი, 11 თებერვალი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 64 187 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 31.11%-ია. 

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 9493 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 2760

აჭარა – 1654

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1327

შიდა ქართლი – 1184

კახეთი – 1110

ქვემო ქართლი – 980

გურია – 580

მცხეთა-მთიანეთი – 410

სამცხე-ჯავახეთი – 371

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 99

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 23 675 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 55 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 224 391 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 

  • 216 424 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1244 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი;
  • 1869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების 1 418 027 შემთხვევაა დადასტურდა. 1 178 151 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 15 459 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]