weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს

12:11 პარასკევი, 11 თებერვალი 2022

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ცოლ-ქმარი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულები მწყემსები არიან, რომლებიც სოფლის განაპირას საქმიანობდნენ.

როგორც „რეგინფოს“ სოფელის ადმინისტრაციულ ორგანოში განუცხადეს, მკვლელობა წუხელ მოხდა, სავარაუდო დამნაშავე კი მესამე მწყემსია. გარდაცვლილები კონდოლის მკვიდრები არ იყვნენ, შესაბამისად, ადგილობრივებს მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. 

ადგილობრივების ცნობით, გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]