weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

23:04 კვირა, 13 თებერვალი 2022

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 22:25 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან იყო.

„მიწისძვრა ჯავახეთის ზეგანზე მოხდა, ტექტონიკურად საკმაოდ რთული რეგიონია და ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებული იყო მთლიანად ეს ტერიტორია. ყოველდღიურად ვარეგისტრირებდით ბიძგებს და ახლა მოხდა ყველაზე ძლიერი, 6.2-იანი მაგნიტუდის. შემდეგ უკვე მომყოლი მიწისძვრებია - 4.5, 3.6, 2.6 მაგნიტუდის. არ ჩერდება პროცესი. ძალიან კარგია, რომ ზეგანზეა ეპიცენტრი და ეს ტერიტორია დასახლებული არ არის“, – განაცხადა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიძლიერე 5.8 მაგნიტუდა იყო, თუმცა მოგვიანებით სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მონაცემები დააზუსტა. ამ დროისთვის ცენტრის ვებ-გვერდი ხარვეზებით მუშაობს, რაც, როგორც თეა გოდოლაძემ განმარტა, ბევრი მომხმარებლის შესვლამ გამოიწვია.

ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ თბილისშიც იგრძნობოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]