weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

10:55 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და პარლამენტარი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.

თამაზ მეჭიაური კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ბოლო პერიოდში თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

თამაზ მეჭიაური 1954 წლის 1 დეკემბერს, თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დაიბადა. ის საქართველოს მეოთხე, მეხუთე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მათ შორის, 1995-1999 და 1999-2004 წლებში თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში მეჭიაური „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა. 

„ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თამაზ მეჭიაური კენჭს დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კანდიდატურა მოხსნა. მოგვიანებით, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მან განაცხადა, რომ ორჯერ თქვა უარი თიანეთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე და ასე ბიძინა ივანიშვილის თხოვნის გამო მოიქცა.

2017 წელს თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე იყარა კენჭი და გაიმარჯვა. ეს იყო ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მერის არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში დამარცხდა. მეჭიაურს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ოქტომბერში ამოეწურა და მერის არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებდა, გზა „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის დაეთმო. მეჭიაურმა საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა და კოალიციური მმართველობის ინიციატივით გამოვიდა. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მეჭიაურმა ამომრჩეველთა ხმების 45% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, ილია ნარჩემაშვილმა 54.8%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]