weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

18:23 ხუთშაბათი, 17 თებერვალი 2022

ფოთის საქალაქო სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ბრალდებულის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენებას, ან გირაოთი მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. 

„შესაძლებელი იყო სასამართლოს გაეთვალისწინებინა ის მდგომარეობა, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, რომ მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ შეიძლებოდა არ მოთავსებულიყო დაწესებულებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მკაცრი გადაწყვეტილებაა და შესაძლებელია გავასაჩივროთ“, – განაცხადა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა.

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდება ქალს გუშინ წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 10 თებერვალს, განზრახ მოკვლის მიზნით, ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. 

ცირა ჯავახიშვილის თქმით, მომხდარის გარემოებები ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

„ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა, თუ ცოცხალი დაიბადა და შემდგომ მოხდა დანაშაული, აბსოლუტურად ცვლის საქმის კვალიფიკაციას. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მან არ იცოდა, რომ ორსულად იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]