weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბათუმის მერიამ ბულვარში მდებარე „პიერ ბათუმი“ დაანგრია

16:20 პარასკევი, 18 თებერვალი 2022

ბათუმის მერიამ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, პლაჟის სიახლოვეს მდებარე „პიერ ბათუმის“ დემონტაჟი განახორციელა. როგორც მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, თურქულმა კოპანიამ იჯარის პირობები დაარღვია და შენობა-ნაგებობები უნებართვოდ ააშენა. საუბარია რესტორანზე, ბარებზე, მაღაზიებსა და ჯიხურებზე.  

„არც დოკუმენტი მომსვლია, რომ უნდა დაიშალოს, არც არაფერი. ამ დილით გამიკეთეს სიურპრიზი. 6 წელია აქ ვმუშაობ და 160 კაცი მყავს დასაქმებული. რჩებიან უმუშევარი“, – განაცხადა შპს „პიერ ბათუმის“ 50%-იანი წილის მფლობელმა რამაზ ცეცხლაძემ.

 ბათუმის მერიის ფოტო / პიერ ბათუმის ნაგებობები დანგრევამდე

„ჩვენ ნაქირავები გვაქვს თურქებისგან. ინფორმაცია არ გვქონდა, რომ გვანგრევდნენ. გვანახეს რაღაც აღსრულების საბუთი, რომ თურქებს წაუგიათ სასამართლო სახელმწიფოსთან და უნდა დაანგრიონ ეს შენობა-ნაგებობები, მაგრამ ჩვენ დაგვინგრიეს მოძრავი ფანჩატურები, რომლებიც იჯარით გვქონდა აღებული“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალისტებთან. 

ბათუმის მერიის განმარტებით, კომპანია „ბატტუნმა“ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად უარი განაცხადა უნებართვო შენობების დემონტაჟზე.

„ობიექტის მეპატრონესთან სასამართლო დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. ზედამხედველობის სამსახურმა გამოიტანა დადგენილება დემონტაჟის და დაჯარიმების თაობაზე, რომელიც სასამართლოში გასაჩივრდა. ყველა ინსტანციის სასამართლომ მერიის გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია. შესაბამისად, ძალაში შევიდა დემონტაჟის გადაწყვეტილება და მიმდინარეობს დემონტაჟი“, – განაცხადა ბათუმის მერიის წარმომადგენელმა ნუკრი დეკანაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

ბულვარში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი თქმით, მერია სხვა უკანონო სამუშაოებზე, მათ შორის, „ამბასადორის“ მშენებლობაზე, არ რეაგირებს, გაჭირვებულ ხალხს კი სამუშაო ადგილებს ართმევს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]