weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკრაინას თავს ბელარუსის მხრიდანაც დაესხნენ 

10:41 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსეთის სამხედროები უკრაინის საზღვარს თავს ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანაც ესხმიან. როგორც სასაზღვრო სამსახური აცხადებს, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო რაზმებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები არტილერიის, მძიმე ტექნიკის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

„ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხორციელდება ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც“, – განაცხადა სასაზღვრო სამსახურმა.

ამასთან სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აქვთ ინფორმაცია დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობაზე.

„სასაზღვრო მონაკვეთებზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ცეცხლს უხსნიან მტერს“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახური.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამთენიისას განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დილის 5 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მათი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა აღმოსავლეთში, ასევე განხორციელდა სარაკეტო შეტევები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინის, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებლი ძალების სამხედრო ობიექტებზე.

„ამავე დროს, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების დაბომბვა. სახელმწიფო თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, მათ დაიკავეს და იკავებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]