weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მეუფე იაკობი: საუბარი არაა ნატოზე და ევროკავშირზე - არ მოსწონთ, რომ მონა არ ხარ

15:38 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) ქადაგების დროს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამოეხმაურა. მისი თქმით, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველო და მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშეა. 

„არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულმა ერმა ვიღაც დაჩაგროს იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა. თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არ არის საუბარი არც ნატოზე, არც ევროკავშირზე - უბრალოდ, არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ.

მონობაში სიცოცხლეს სჯობია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის მიზეზს ეძებდა.

„2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და რა? იქ სიკეთე შეიტანეს? მაპატიეთ და, მოაჯდნენ თავზე და არიან ისე. 

მინდა ჩემს საყვარელ ერს მოგმართოთ, დავფიქრდეთ, თუ რის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ხომ აუცილებლად მოგვიწევს რომელიმე მხარეს დადგომა? შეშინებულები არ უნდა ვიყოთ. 

ჩვენ ვართ 100 000 მოწამის ერი, 6 ათასი ბერის ერი, მაგრამ ასევე ვართ დავით აღმაშენებლის ერი, რომელიც ბრძოლებში იმარჯვებდა. მთავარია შეშინებულები არ ვიყოთ და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენში, დღეს მაინც, ერთმანეთში შუღლი არ უნდა იყოს. 

ჩვენს უკრაინელ ძმებს ვუსურვებ მტკიცედ დგომას“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 

უკრაინაში ომის დაწყებას გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქიც გამოეხმაურა. ილია მეორემ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები დროულად უნდა შეჩერდეს, თორემ ის მსოფლიო ტრაგედიად იქცევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]