weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ირაკლი, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! – სახალხო დამცველი

14:45 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არაეფექტურია.

„ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით: არავინ გთხოვს, ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“, – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მთავრობის პოზიცია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. როგორც მან განაცხადა, სანქციებთან მიერთება არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისივე თქმით, სანქციები ეფექტური არ არის.

„ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ვხედავთ, რომ ამის შემჩერებელი დღეს არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, თუ ვინ ომობს დღეს უკრაინაში – ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მან დაასახელა ის შემოსავალი, რასაც საქართველო რუსეთში ექსპორტითა და ფულადი გადმორიცხვებით იღებს. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ თანხამ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, 10-12 მილიარდი შეადგინა. ამის გამო, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს მოსახლეობის სანქცირებას ნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]