weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

22:34 შაბათი, 09 სექტემბერი 2017

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.  შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 სხვადასხვა ტრავმებით გურჯაანის და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძიმეა 14 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მგზავრები გადაჰყავდა.

ბოლო ორ კვირაში ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. 7 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 6 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, რის შედეგადაც 17 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]