weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა გაქურდეს, დარაჯი კი ცემეს

12:34 კვირა, 10 სექტემბერი 2017 hits 1297

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა „არწივის ხეობა“ გაქურდეს, საწარმოს დარაჯი, 79 წლის მამაკაცი კი ცემეს. ქურდობა 9 სექტემბერს მოხდა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქარხნიდან წაღებულია დიდი ოდენობისა და ღირებულების კაბელები. საწარმოში ვარაუდობენ, რომ დანაშაული ახალგაზრდებმა ჩაიდინეს, რომლებიც ერთი დღით ადრე ქახანაში მივიდნენ და აღნიშნეს, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდნენ.

დაზარალებული დარაჯი თავდაპირველად დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კვლევების ჩასატარებლად თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]