weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2024

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

22:26 პარასკევი, 18 მარტი 2022
დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი

უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში, რუსეთის ძალების შეტევის დროს ქართველი მებრძოლები – დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

„ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ „ორკების“ 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა დაიღუპა, ქართველი მებრძოლები: დავით რატიანი და გია ბერიაშვილი“, – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

დავით რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტიდან იყო. საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქართული შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის ყოფილი წევრი გახლდათ და უკრაინაში  ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა.

„ის რუსული აგრესიის ქართველი გმირია და მისი სახელი მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი გმირი მებრძოლების სულებს“,
– ნათქვამია მესტიის საკრებულოს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და  დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“. 23 დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის მასშტაბით ქალაქებს ბომბავენ და სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებენ, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც ეწირებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]