weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

11:25 სამშაბათი, 22 მარტი 2022
გიორგი ღიბრაძე გიორგი ღიბრაძე

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

გარდა ამისა, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე.

„ე.წ. დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე. პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1053 ადამიანს დაუდასტურდა. 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2067 ინფიცირებული და დაფიქსირდა გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1053 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 34, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 65, გურია – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 76, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]