weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარგარიტა სიმონიანი ფსოუზე სასაზღვრო-საბაჟო პუნქტის წინააღმდეგ გამოვიდა

10:31 ხუთშაბათი, 31 მარტი 2022

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, მდინარე ფსოუზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის არსებობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, ის რუსეთის მილიონობით მოქალაქის ღირსებას ამცირებს.

მარგარიტა სიმონიანი სოხუმში 29 მარტს იმყოფებოდა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

„ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ერთად და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, ულამაზესი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ახლა ჩვენთან ერთად იბრძვიან ჩვენთვის.

ახლა ამიხსენით, რისთვის არის საჭირო იქ ეს სამარცხვინო სასაზღვრო-საბაჟო პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს როგორც მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეებისას, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის.

ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით, ვის სჭირდება ეს და რატომ. ბევრი საინტერესო რამ არის. ამასობაში, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ ძმებო!“, – დაწერა მარგარიტა სიმონიანმა Instagram-ის გვერდზე.

მდინარე ფსოუზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვარი გადის. მისი გამარტივებული რეჟიმით გადაკვეთის საკითხი ერთი კვირის წინ მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას ვიზიტის დროს განიხილეს. არძინბას თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვრის მშვიდად და უფრო აქტიურ რეჟიმში გადაკვეთა შეეძლოთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]