weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სამირა ბაირამოვამ „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისზე ანტისაოკუპაციო მასალები გააკრა

16:26 შაბათი, 02 აპრილი 2022

სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულში, ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისზე ანტისაოკუპაციო შინაარსის მასალები, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები გააკრა.

როგორც ბაირამოვა ამბობს, დღეიდან „ალტ-ინფოს“ წევრებისთვის ცნობიერების ამაღლების კურსებს იწყებს.

„საზოგადოებას უნდა ვასწავლოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პუტინი ოკუპანტია. იმედია, ეს მათი ცნობიერების ამაღლებისთვის კარგი მესიჯები იქნება.

არ შეიძლება ოკუპანტის გამართლება. რუსეთი საქართველოს მტერია და ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს ერთიანობისა და გაძლიერებისთვის.

31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი, 8 აგვისტო – ამ თარიღების ფონზე სირცხვილია რუსეთის სიყვარულზე საუბარი. უნდა გრცხვენოდეს იმ ადანიანების წინაშე, ვინც თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის სიცოცხლე დაკარგა“, – ამბობს ბაირამოვა.

მან შენობაზე რუსეთის დროშა და პუტინის ფოტოებიც გააკრა: „ვიცი, რომ წინაზე არ მოეწონათ ევროკავშირის და უკრაინის დროშები. მათთვის საყვარელი დროშა მოვუტანე“.

სამირა ბაირამოვა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის საქმიანობას და მარნეულში მათი ოფისის გახსნას აპროტესტებს. 14 მარტს მან მოძრაობის ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა, ასევე დაწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამის შემდეგ მას „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი გიო ჩართოლანი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა: „შენ დედას მოვტ..ავ, რო გნახავ ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი შენი ურჯულო დედას შევ..ი“. სამირა ბაირამოვამ მუქარის ფაქტზე პოლიციას მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო.

„კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯონი ქოჩქიანმა სამირა ბაირამოვას პოლიციაში უჩივლა. ის ითხოვდა სამოქალაქო აქტივისტის დასჯას და პარტიის ოფისის კედლების შეღებვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 1200 ლარის ოდენობით.

16 მარტს „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისთან შეიკრიბნენ და ბაირამოვას მათი ოფისის პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად „ორი დღე მისცეს“. 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოფისის ფასადი წითელი საღებავით შეღებილი დახვდათ. მასზე შეურაცხმყოფელი წარწერები და სამირა ბაირამოვას სახელიც იკითხებოდა. ბაირამოვას თქვა, რომ „ალტ-ინფომ“ თავისი პირველი მუქარა შეასრულა.

პრორუსული პარტიის ფასადის შეღებვის გამო, პოლიციამ სამირა ბაირამოვას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. საქმე სასამართლომ განიხილა და აქტივისტს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]