weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არ არის, პირდაპირ რუსეთიდან არის მართვადი – დვალი

10:43 სამშაბათი, 05 აპრილი 2022

ფიზიკოს გია დვალის შეფასებით, რომ საქართველოს ხელისუფლება „გამოიკვეთა როგორც ამ ქვეყნის მტერი“. დვალის განცხადებით, ასეთ სიტუაციაში საჭიროა ხალხის კონსოლიდაცია და მისი ნების გამოხატვა, იმიტომ, რომ „21-ე საუკუნეში, ვერც ერთი ხელისუფლება, რაც არ უნდა დამორჩილებული იყოს ის, ტოტალურად ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება“.

გია დვალმა ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა:

„ჩემი, მოქალაქის თვალსაზრისით, დიდი სურათი არის აშკარად გამოკვეთილი, წყალი არ გაუვა იმას, რომ

დღეს ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არ არის, ჩვენი მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან არის მართვადი.

რუსულიც კი არ არის, ყველაზე ცუდი ფორმით მმართვადია რუსეთიდან. ეს არის გამოკვეთილი სურათი. საქართველოში შეუძლებელია ამას არ გრძნობდეს ზურგის ტვინით ნებისმიერი მოქალაქე. რაც არ უნდა არ გქონდეს ფაქტები, დაეჭვებული იყო და ა.შ., შეუძლებელია, ამას რაღაცნაირად არ გრძნობდე, რომ ეს მთავრობა რუსეთიდან არის მართვადი, პირდაპირ, ანუ არის სინდისგარეცხილი მთავრობა.

აქ არ არის ემოციებზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ემოციურები ვართ და ა.შ. ახლა, ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ „სინდისს“ არ ვხმარობ როგორც ემოციურ კატეგორიას. ეს არის მეცნიერული კატეგორია. ეს არის სინდისგარეცხილი მთავრობა, სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით.

პირველი კითხვა, რაც შეიძლება გაუჩნდეს მოქალაქეს – ჩვენ ყველა რაღაცნაირად ზურგის ტვინით ვგრძნობთ, რომ აშკარად სადღაც მიგვათრევენ არასწორად, როგორ შეიძლება ამას, ამ მთავრობას ხალხი ხმას აძლევდეს. აქ მარტივი ახსნაა: ამათ დანერგეს ირაციონალური შიში ამ თავისი განცხადებებით, ეს სლოგანები რაც აქვთ – ომი თუ თავისუფლება… ზუსტად ციტირება არ ვიცი.

პირველი – აუცილებელია ხალხის გათვიცნობიერება. სინამდვილეში, ხალხს არ ესმის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ერთადერთი ძალა, გამოჩენილი ძალებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას ომისკენ მიათრევს, არის ეს მთავრობა. ეს არის გასააზრებელი, პრინციპული.

ამათი სლოგანია – თუ რუსეთს გავაღიზიანებთ, ომი იქნება. ეს ნორმალურ ადამიანს შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს და იფიქროს, რომ ამაში რაღაც რაციონალური არის. სინამდვილეში ეს აბსურდია. ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც კრემლში ძაღლადაც კი არ აგდებენ“, – განაცხადა გია დვალმა.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ხალხმა თავისი ნება მაქსიმალურად ეფექტიანად გამოხატოს: „როგორც სამსახურში დავდივართ, ისე უნდა ვიაროთ აქციებზე. გამუდმებულად უნდა მოხდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება უკრაინასთან დაკავშირებით, ამ გენოციდებთან დაკავშირებით, რუსეთის საშინელებასთან დაკავშირებით და ა.შ.“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]