weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

დიდი ალბათობით ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს – გამყრელიძე

14:09 ხუთშაბათი, 07 აპრილი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაიცვალა. 

„ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებით აკეთებენ და მათ შორის, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება.

დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად“, – განაცხადა გამყრელიძემ 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 22 625 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 324 ადამიანს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევაა თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 11, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 26, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად 1 650 708 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 629 987 ადამიანი, 16 765 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]