weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

09:43 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

თურქეთში, ანტალიის პროვინციის ქალაქ დემრეში საქართველოს მოქალაქე, 51 წლის ანა საფარიანი მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, მამაკაცი ქალს ქუჩაში დაესხა თავს და დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის კისრის არეში. თავდასხმის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით 44 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც დაკავების დროს ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

თურქული მედიის ინფორმაციით, მკვლელობამდე ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. მათივე ცნობით, ქალი გასართობ ბიზნესში იყო დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]