weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

გამთენიისას რაჭაში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

11:48 შაბათი, 09 აპრილი 2022

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამთენიას საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა თბილისის დროით 06:30 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.8 (ML) მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან 6 კილომეტრში, სოფელ ფსორში მდებარეობდა.

რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იქ 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა - სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში, ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]