weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსთავში ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით 4 მამაკაცი დააკავეს

15:20 შაბათი, 09 აპრილი 2022

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ოთხ მამაკაცს, რომლებიც ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით არიან დაკავებულები.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ წერს, რომ მსხვერპლი 35 წლის ქალია, რომელიც ფონიჭალა-რუსთავის გზატკეცილიდან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მიიყვანა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, სამ მამაკაცს კიდევ ერთი პიროვნება – კარიერის დაცვის თანამშრომელი შეუერთდა. სააგენტოს თანახმად, ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი გააუპატიურეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სხდომაზე იმსჯელა. როგორც საქმის პროკურორმა, თინათინ სტურუამ „ინფო რუსთავს“ განუცხადა, სამ პირს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

„სამივე პირს გაუპატიურებაა აქვს წარდგენილი გენდერის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით. ოთხ პირს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ეს მუხლიც წარდგენილია როგორც გენდერის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]