weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

16:53 შაბათი, 09 აპრილი 2022

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით, საქართველოს სახალხო პოეტს, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილესა და „შეფიცულთა რაზმის“ წევრს მიხა ხელაშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სამშობლოსთვის თავგანწირვისთვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

25 წლის მიხა ხელაშვილი, 1925 წლის 25 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე, საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, მეგობრებმა - ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა ღალატით მოკლეს. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭის ცხედარი ხალხის დასაშინებლად, დუშეთის მილიციის ეზოში დააგდეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნეშტი მისმა დამ მოიპარა და ქურდულად მიაბარა მიწას ჩარგლის სასაფლაოზე, ბოლშევიკების ხელით მოკლული დედის გვერდით.

მიხა ხელაშვილი ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში.

 

ნახეთ „მთის ამბების“ ფილმი მიხა ხელაშვილის შესახებ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]