weather cur horoscope tv
ივნისი 24, 2024

გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

10:37 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი, ლევან შაშიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოში 5863 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 493 კახეთში. რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა, 685 კი დაშავდა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]