weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

25 აპრილიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის II ეტაპი რეალურ პირობებში ჩატარდება

13:25 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022

2022 წლის 25 აპრილიდან B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განმარტებით, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის საგამოცდო სამსახურებში შეძლებენ.

რაც შეეხება ზუგდიდს, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება შესაძლებელი იქნება სამუშაოების დასრულებისთანავე.

თითოეული საგამოცდო სამსახურისათვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდება.

სავალდებულოა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით, ვებგვერდის მეშვეობით, ან მობილური აპლიკაციის საშუალებით.

პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გეგმიური გასვლა უფასოა, ხოლო მეორე ეტაპის საფასური 90 ლარი იქნება.

„მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში, მომდევნო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელი იქნება რიგის დაჯავშნით, არაუადრეს 30 დღისა. 365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ პირები, რომლებიც პროცესს, თეორიულ გამოცდაზე გასვლით, დაიწყებენ ახალი წესის ამოქმედებამდე, მას დაასრულებენ ძველი წესის შესაბამისად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]