weather cur horoscope tv
ოქტომბერი 08, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ცოლზე, მცირეწლოვან შვილსა და სიდედრზე ძალადობისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავეს

12:46 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობის, მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, სიდედრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 22 წლის დ.გ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ე.ღ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა 5 აპრილს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, წაართვა მას ტელეფონი და დაუმტვრია, რათა პოლიციაში არ დაერეკა, რის შემდეგაც ჩაკეტა სახლში და მეორე დილამდე არ აძლევდა სახლიდან გასვლის შესაძლებლობას. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დ.გ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მცირეწლოვან შვილს და მეუღლის დედას, რომელსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულები, რომლის ჩადენაშიც მამაკაცს ადანაშაულებენ, 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]