weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბუღალტერს, რომელიც გორის მერიის თანხების ტოტალიზატორში ხარჯავდა, პატიმრობა შეეფარდა

23:51 პარასკევი, 15 აპრილი 2022

ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ყოფილ მთავარ ბუღალტერს, ლელა წკრიალაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ბიუჯეტიდან 144 000-მდე ლარის მითვისება ედება.

პროკურატურის ინფორმაციით, ლეილა წკრიალაშვილმა 2020 წლის 21 იანვრიდან, 2021 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა 143 985,13 ლარი, რაც აზარტულ თამაშებში გამოიყენა. პროკურატურის მტკიცებით ამით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლეილა წკრიალაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 14 აპრილს დააკავა, ბრალს აღიარებს.

„მუშაობის დაწყებიდან 2020 წლამდე ერთი თეთრი რ მიმითვისებია. მას შემდეგ რაც მოხდა, ვაღიარებ. გარეთ ყოფნას, სადაც მიმისჯით, იქ მირჩევნია ყოფნა. არ შემიძლია გარეთ ჩემს შვილებსა და ხალხს ვუყურო თვალებში“, – მიმართა მან დღეს მოსამართლეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლეილა წკრიალაშვილს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და მითვისებული თანხის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]