weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ავტობანის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება

13:05 შაბათი, 16 აპრილი 2022

კახეთის 85-კილომეტრიანი ავტობანის თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი (ვაზიანის შემოვლითი გზა) მონაკვეთის მშენებლობა 2024 წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ დღეს, კახეთში ვიზიტის დროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმა განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, კახეთის ავტობანის მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით მიმდინარეობს.

„დაგეგმილია 85-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი ასფალტობეტონისა და ბეტონის გზის აშენება. ამჟამად ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც, თავის მხრივ, სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. 2023 წლიდან დაგეგმილია პირველი მონაკვეთის გახსნა, ხოლო მთლინად, 35-კილომეტრიანი მონაკვეთი 2024 წლისთვის დასრულდება.

ამავდროულად, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცდა შესაბამისი სესხი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთისთვის. მიმდინარეობს სატენდერო-მოსამზადებელი სამუშაოები და შესაბამისად, ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი გზის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ამ მონაკვეთზე ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა.

სამინისტროს ცნობით, კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]