weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გურჯაანის განახლებული ცენტრალური პარკი ახალ სიცოცხლეს შესძენს მუნიციპალიტეტს - სონღულაშვილი

11:10 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

 

„განახლებული გურჯაანის ცენტრალური პარკი, ახალ სიცოცხლეს შეძენს მუნიციპალიტეტს. ეს სივრცე, სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი გახდება და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრად იქცევა, რაც თავის მხრივ ადგილობრივებისთვის მცირე ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობს ხელს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა პარკის დათვალიერებისას განაცხადა.

პარკის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის 3.8 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი. აშენდა სპორტული მოედანი. პარკში განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. პარკი დაიყო სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად. რეაბილიტაციის სრულად დასრულების შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება.

გარდა ამისა, გურჯაანის პარკში ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია, რომლის ბიუჯეტიც 465,012 ლარია.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]