weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

17:06 ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარედ, სამი წლის ვადით, ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

საბჭოს სხდომას რვა წევრი ესწრებოდა, რადგან მეცხრე წევრი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. მათგან ხუთმა მხარი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას დაუჭირა. სამეურვეო საბჭოს ორი წევრის ხმა მიიღო თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა.

პარლამენტმა ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს წევრად 13 აპრილს აირჩია. ის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი და მხარდაჭერილი კანდიდატი იყო.

ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის იანვარში ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ პარტიული თანამდებობა და პარტია დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]