weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თიბისი დედამიწის დღეს ენერგოეფექტურობის ინიციატივით უერთდება

14:21 სამშაბათი, 26 აპრილი 2022

კომპანიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 21 აპრილიდან, თიბისის ფილიალებში, არასამუშაო საათებში, განათება შემცირდება. შედეგად, კომპანია დაზოგავს რესურსებს, რაც დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე.

მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის 134 ფილიალში, არასამუშაო საათებში, განათების ოპტიმიზაციით, კომპანია 120 000 კვტ.ს ელექტროენერგიას დაზოგავს. შედეგად, თიბისი წლიურად გამოფრქვევებს 23 400 კგ. ნახშირორჟანგის (CO2) ეკვივალენტით შეამცირებს. აღნიშნული რაოდენობა იმ გამონაბოლქვის რაოდენობის ტოლფასია, რომელსაც დიზელის ძრავზე მომუშავე ერთი ავტომობილი 140 400 კმ-ის გავლის შედეგად გამოაფრქვევს.

დედამიწის დღე, მსოფლიოში, 1970 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება და მას 174 ქვეყანაში, 17 000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. პლანეტის დაცვისთვის განხორციელებულ აქტივობებში მილიარდზე მეტი ადამიანია ჩართული.

დედამიწის დღე გარემოზე ზრუნვასა და მის დაცვასთან დაკავშირებულ ქმედებებს ეძღვნება, რომლებიც ჯანმრთელი, უსაფრთხო, ეკოლოგიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მსოფლიოში ეს დღე სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნება, როგორიცაა: ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დასუფთავება, სხვადასხვა რესურსის მოხმარების შემცირება და სხვა.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]