weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ასაკი 70 წლამდე გაიზარდა

10:58 ოთხშაბათი, 27 აპრილი 2022

პარლამენტმა „ნოტარიატის შესახებ“ კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით, ერთხმად მიიღო. ცვლილებების თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა.

კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად 65 წელი იყო განსაზღვრული, თუმცა, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრს ჰქონდა უფლებამოსილება, არაუმეტეს 5 წლის ვადით გაეგრძელებინა ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლება.

განხორციელებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.

ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც, ასევე, განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიუსთა თანამდებობის რაოდენობას. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2021 წლისათვის საქართველოში  ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 280-ით განისაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]