weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დავით სონღულაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

14:08 პარასკევი, 29 აპრილი 2022

საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ლერი გელენავასთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად, კარდენახის, ბაკურციხის და ვეჯინის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებზე სოფლებში არსებული საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებისთვის მთავარ საკითხს კვლავ წყალმომარაგების გაუმჯობესება და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება წარმოადგენს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კარდენახის და ბაკურციხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო, ხოლო ვეჯინში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი. მოსახლეობამ ასევე ისაუბრა მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე, რომლის გადაჭრისთვისაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს.

„ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის მოსახლეობასთან მუდმივი, უწყვეტი კავშირი მნიშვნელოვანია, რაც შემდგომში უკვე საქმეშიც კარგად ჩანს. გურჯაანში არცერთი პროექტი არ განხორციელებულა ადგილობრივების უშუალო ჩართულობის გარეშე, იქნება ეს გურჯაანის ცენტრალური პარკი, ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი, ტექნოპარკი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია, სხვადასხვა საგზაო თუ წყალმომარაგების პროექტი და ა.შ. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის თანამშრომლობას ყოველთვის მეტი შედეგი მოაქვს და მსურს, ასეთი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ გურჯაანელს მადლობა გადავუხადო." - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დღის ბოლოს შეხვედრა გაიმართა ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების" სპორტული ჯგუფების მწვრთნელებთან, სადაც სპორტში არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]