weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს

14:21 პარასკევი, 29 აპრილი 2022

 

თიბისის პროგრამა სტარტაპერის ორგანიზებით „სტარტაპ კურსი 2022“ იწყება. აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, ამჯერად სესიები ფიზიკურ სივრცეში, სასტუმრო რუმსში გაიმართება. მსურველებს რეგისტრაცია მთლიან კურსზე შეუძლიათ, თითოეულ სესიას კი დაესწრება 50-მდე ადამიანი.

მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას პროფესიონალის რჩევა გადამწყვეტია, განსაკუთრებით ახლად დაწყებული ბიზნესისთვის. სწორედ ამის შესაძლებლობას უქმნის თიბისი სტარტაპერებს.  წელს სტარტაპ კურსი 2 მაისს დაიწყება და ჯამში 9 სესიას უმასპინძლებს, რომელსაც დარგის წარმატებული ექსპერტები გაუძღვებიან.

  •  როგორ დავიწყო სტარტაპი - შოთა გიორგობიანი
  • როგორ დავგეგმოთ mvp - ლაშა ყანჩაველი
  • როგორ მოვარგოთ პროდუქტი ბაზარს - დავით ჩეჩელაშვილი
  • სტარტაპის ბიზნეს მოდელი - თორნიკე ჩხაიძე
  • მდგრადი განვითარება - ოთო ბერიშვილი
  • სტარტაპის ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • მომხმარებლის გენერირება ციფრულ არხებში - ნიკა გვახარია
  • ინვესტიციების მოზიდვა - დავით ჩიხლაძე

სესიები დაგეგმილია კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე. ლოკაცია: სასტუმრო „რუმს თბილისი“, საკონფერენციო დარბაზი: Dining 1.

სასურველ სესიაზე ან სრულად კურსზე დასწრებას შეძლებს 50 შერჩეული სტარტაპერი. დარეგისტრირდი აქ: https://bit.ly/tbc-startup-course

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]