weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ სამებასთან ორი მიწისძვრა მოხდა, ერთ-ერთის სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდა იყო

10:07 ორშაბათი, 02 მაისი 2022

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 5.3 და 3.3 მაგნიტუდა იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 1 მაისს, 23:35 საათზე სოფელ სამებიდან 11 კილომეტრში, 9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. განმეორებითი, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დილით, 07:29 საათზე იყო. მეორედ მიწისძვრა სოფელ სამებიდან 9 კილომეტრში მოხდა.

სომხეთ-საქართველოს საზღვართან, ჯავახეთის ზეგანზე მდებარე სოფელ სამებაში ბოლო წლების განმავლობაში მიწისძვრები ხშირად ხდება. მიმდინარე წლის 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მისი ეპიცენტრი დაუსახლებელ ადგილზე იყო, თუმცა სამებაში სახლები დააზიანა და დაბზარა. ბიძგები დანარჩენ საქართველოშიც იგრძნობოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]