weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყველა ნაბიჯი გადაიდგმება, რომ „ბორჯომმა“ საქმიანობა გააგრძელოს – მინისტრი

14:39 ორშაბათი, 02 მაისი 2022

„ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასამქებული. 

„პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, „ბორჯომს“ ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რამაც ბუნებრივია, შესაბამისი ასახვა პოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე, შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა.

ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება“, – განაცხადა მინისტრმა. 

ლაშა ხუციშვილის თქმით, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კონკრეტული გადაწყვეტილებები საჯარო იქნება. 

29 აპრილიდან, ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ მუშაობა დროიებით შეაჩერა. როგორც კომპანია IDS Borjomi Georgia-ში განაცხადეს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. IDS Borjomi Georgia-ს ცნობით, საქართველოში 1000-მდე ადამიანს ასაქმებდნენ. 

IDS Borjomi Georgia საერთაშორისო კომპანიის IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს. ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa Bank-ის წილების 32.9%-ს ფლობს. აპრილის დასაწყისში, Alfa-Bank-ი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს დაექვემდებარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]