weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აპრილში რუსეთიდან საქართველოში 33 556 ვიზიტი განხორციელდა

14:33 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

აპრილში საქართველოს 244 293 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ყველაზე მეტი – 35 959 ვიზიტი თურქეთიდან იყო, ხოლო რუსეთის ფედერაციიდან 33 556 ვიზიტი განხორციელდა. რუსეთიდან ვიზიტები, წინა წელთან შედარებით, 294%-ით გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან 70.4%-ით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, აპრილში 32 228 ვიზიტი სომხეთიდან იყო (ზრდა 286.8%), 15 709 – ისრაელიდან (+55.6%), 13 018 – უკრაინიდან (+119.8%), 11 360 – აზერბაიჯანიდან (+114.9%), 7507 კი – ბელარუსიდან (+413.1%). ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 15 456 ვიზიტი შედგა (+302.9%).

59%-მა, ანუ 127 068-მა ვიზიტორმა, საქართველოს სახმელეთო საზღვარი გადმოკვეთა, საჰაერო საზღვრით კი 85 469 ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტორთა ნახევარზე მეტის, 108 922 ადამიანის ასაკი 31-დან 50 წლამდეა. მათი 70% კაცია.

საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, მარტში, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 45 068 ადამიანი შემოვიდა. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოხვედრის ერთ-ერთი მარშრუტი ერევანში ჩაფრენა და საქართველოს საზღვრის სახმელეთო ან საჰაერო გზით გადმოკვეთაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]