weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი გაიხსნება

21:11 პარასკევი, 06 მაისი 2022

თურქეთის პროვინცია რიზეში 14 მაისს, რიზე-ართვინის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება. ახალ აეროპორტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნიან.

აეროპორტი ქალაქ პაზარში მდებარეობს. ის ბათუმიდან დაახლოებით 90, ქალაქ რიზეს ცენტრიდან 34, ხოლო ართვინიდან 112 კილომეტრშია. აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ რიზე-ართვინის აეროპორტის მიმართულებით ფრენები 14 მაისიდან დაიწყება და ბილეთები უკვე იყიდება. ავიაკომპანია რეისებს ეარბას A330-300-ით შეასრულებს.

თურქეთის ტრანსპორტისა ინფრასტრუქტურის მინისტრის, ადილ კარაისმაილოღლუს თქმით, რიზე-ართვინის აეროპორტი მეორე აეროპორტია თურქეთში, მსოფლიოში კი მეხუთე, რომლის ასაშენებლადაც ზღვა ამოავსეს. მინისტრის განცხადებით, ტერმინალის შენობა ადგილობრივ არქიტექტურას შეესაბამება, ხოლო 36 მეტრიანი სანავიგაციო კოშკს ჩაის ჭიქის ფორმა აქვს და რეგიონის კულტურული ელემენტების კვალი ეტყობა.

„აეროპორტის ტერიტორია შავი ზღვის გეოგრაფიულ მახასიათებლებთან თავსებადი 1435 ხით გამწვანდა. იმისთვის, რომ რიზეს ჩაი გავაცნოთ მთელ მსოფლიოს და ვაჩვენოთ ჩაის გზა ბაღიდან ფინჯნამდე, ტერმინალის შიგნით ჩაის მუზეუმს გავხსნით. რიზე-ართვინის აეროპორტი უზრუნველყოფს უწყვეტ ტრანსპორტირებას ჩვენს აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში, რიზესა და ართვინში, შიდა და საერთაშორისო საჰაერო გზებით. ეს რეგიონის, განსაკუთრებით რიზესა და ართვინის პროვინციების, ბუნებრივ სილამაზეს აჩვენებს მსოფლიო ტურიზმს, ტურისტული პოტენციალის სწორად გამოყენება ეკონომიკაში დიდ წვლილს შეიტანს.

ჩვენ დავაკმაყოფილებთ აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო საჭიროებებს, სადაც გეოგრაფიული მახასიათებლების გამო სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილება რთულია. შეიქმნება სატრანსპორტო პუნქტი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში შიდა და საერთაშორისო მიმართულებებიდან მიმავალი მგზავრებისთვის.

ამრიგად, ეს ხელს შეუწყობს როგორც ჩვენსა და რეგიონის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე, გაზრდის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს“, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

აეროპორტს 3 კილომეტრის სიგრძისა და 45 მეტრის სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. მისი შიდა ტერიტორიის საერთო ფართობი 47 133 კვ.მ.-ია. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, აქედან 31 847 კვ.მ. მოიცავს ტერმინალის შენობას და VIP ტერმინალს, სალოცავ ოთახს, ტექნიკურ ბლოკს, კოშკს, სასწრაფო-სამაშველო და სახანძრო სადგურს, ენერგეტიკისა და გათბობის ცენტრს, მრავალფუნქციურ ავტოფარეხს და სხვა დამხმარე ნაგებობებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]