weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 25 პირი დააკავეს, მათგან 2 ხელწერილით გათავისუფლდა

13:28 შაბათი, 07 მაისი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიან ღამით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართული აქციის მონაწილეთა დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული წესით – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით – 25 ადამიანი დააკავეს.  

შსს-ს ცნობით, დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

„აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.

კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის, პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის აღდგენა.

პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება“, – განაცხადეს შსს-ში.

აჭარის მთავრობის სახლთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გზაზე კარვები გაშალეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები არ თანხმდებოდნენ აქციის მონაწილეთა შეთავაზებას კარვების ტროტუარზე გადატანასთან დაკავშირებით და მოუწოდებდნენ მათ, ევროპის მოედანზე გადაენაცვლათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები 22 პირის დაკავების შესახებ იტყობინებოდნენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს დეპუტატებიც არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]