weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ვარკეთილში ორი პირი დააკავეს, ერთ-ერთს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება

18:28 შაბათი, 07 მაისი 2022

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი პირი დააკავეს. როგორ შიგანან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული, 25 წლის ბ.შ., 15 აპრილს, ავტობანზე პოლიციის ავტომანქანას განზრახ დაეჯახა.

„ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა“, – აცხადებენ შს სამინისტროში. 

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა, დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება“, – აცხადებენ შსს-ში.

რაც შეეხება მესამე პირს – მ.ხ.-ს, ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 5 მაისს, ზუგდიდში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]