weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თსუ-ში აცხადებენ, რომ 13 მაისიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება

10:52 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022

სტუდენტების პროტესტის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი 13 მაისიდან ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან  შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება. შესაბამისი ცვლილება შევიდა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში.

რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ თსუ-ში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ბოლო კვირების განმავლობაში აქციებს მართავდა და გაზაფხულის სემესტრის დასრულებამდე დარჩენილ ორ თვეში სწავლის ჰიბრიდული რეჟიმის დატოვებას ითხოვდა. როგორც ისინი აცხადებენ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შედეგად, თბილისში ბინის ქირა რამდენჯერმე გაძვირდა, რის გამოც რაიონებში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში საცხოვრებლის დაქირავებას და უნივერსიტეტში სიარულს ვეღარ ახერხებენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ სრულად დასწრებული სწავლის პირობებში, განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე ასობით სტუდენტი რჩება. გარდა ამისა, სტუდენტები სტუდენტური საცხოვრებლის აშენებასაც ითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 22 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მაისიდან სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიებში გაგრძელდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]