weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავეს

12:51 პარასკევი, 13 მაისი 2022
ფოტოზე: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან ფოტოზე: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა მარიხუანის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირებისთვის სამი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და 1996 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ნ.ბ.-ს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა და კულტივირება, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით მესამე პირი, 2000 წელს დაბადებული დ.გ. ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]