weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალგაზრდების თავისუფალი ხედვა დაგვეხმარება რეფორმები უფრო სრულყოფილი გავხადოთ - სონღულაშვილი

13:51 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

საქართველოს პარლამენტში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით პრეზენტაცია გაიმართა.

შალვა პაპუაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკი მოიცავს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ უნდა იქნას მიწოდებული. საქართველოს პარლამენტი სწორედ ის ადგილია, რომელიც პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით განსაზღვრავს და ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და მის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს, რომ ამ პროექტში აქტიური მონაწილეობის საშუალება აქვს პარლამენტსაც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ახალგაზრდების რეფორმებში მონაწილეობის საჭიროებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მნიშვნელოვანია.

„მიხარია, რომ პროექტი პარლამენტში დაიწყო და ამდენი ახალგაზრდის ჩართულობას ვხედავ. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეიძლება ეკონომიკას განსხვავებულად და ახლებურად შეხედო. ამაში თითოეული თქვენგანის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების თავისუფალი და არასტანდარტული ხედვა, შესაძლებლობას მოგვცემს რეფორმები უფრო სრულყოფილი გავხადოთ, რაც თავის მხრივ ქვაყანას დაეხმარება ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით სონღულაშვილმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას (EBA), ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა.

„ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკის“ მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ და იმ თანამედროვე პროფესიების გაცნობა, რომლებიც რეფორმების შედეგად ჩნდება და დასაქმების ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ქვეყანაში მოქმედი წამყვანი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებისგან და განივითარონ საქმიანი უნარ-ჩვევები, რომლებიც შემდგომ მათ წარმატებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]