weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გურჯაანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

17:42 პარასკევი, 27 მაისი 2022

გურჯაანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ცენტრალურ პარკში, კულტურული, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.

პარკში წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ძველი ფოტოების გამოფენა. მოეწყო ჩოხოსანი ცხენოსნების მსვლელობა, კინოსა და თეატრის მსახიობებმა გააცოცხლეს ეროვნული გმირები და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მათი ისტორიები, მოხდა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

პარკში დილიდან დაიწყო სპორტული აქტივობები და ძველი ქართული ხალხური თამაშობები, რომელში მონაწილეობის საშუალებაც ღონისძიების ყველა სტუმარს ჰქონდა.

ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს ნომრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდა.

„26 მაისი საქართველოსთვის და თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს არის ჩვენი ეროვნული სიამაყის დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ბრძოლით და საკუთარი სისხლით მოიპოვეს. თითოეული ჩვენგანის ვალია მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ის. მინდა, თითოეულ ქართველს მივულოცო ეს დღე და ვუსურვო, რომ მალე, ერთიან საქართველოში გვეზეიმოს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული.“ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის და ა(ა)იპ გურჯაანის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]