weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

გარდაბანში 27 წლის მამაკაცი თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

17:09 შაბათი, 28 მაისი 2022

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბანის მუნიციპალიტეტში 26 მაისს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 1995 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად თანასოფლელის, 30 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისს  ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თანნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]