weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

Wizz Air: ქუთაისი-ბარსელონას რეისი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა

15:45 ორშაბათი, 30 მაისი 2022

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიზეზი თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრმა მიიღო „დროული, სწრაფი დახმარება და ზარალის კომპენსაცია“.

„ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით რეისი გამთენიისას უნდა შესრულებულიყო. აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ კომპანიის მენეჯერმა მათთან მხოლოდ დილის 10 საათზე მივიდა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით ბილეთების საკუთარი ხარჯებით შეძენა და იქიდან ბარსელონაში ჩაფრენა შესთავაზა.

„არ ვართ ვალდებული, ბილეთები ვიყიდოთ, მით უმეტეს, როცა ხელშეკრულებაში წერია, რომ რეტრანსფერი კოპანიის ხარჯზე უნდა მოხდეს“, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

თვითმფინავის ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა 27 მაისს, ქუთაისი-მილანის რეისის გაუქმების მიზეზადაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]