weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შავნაბადას მამათა მონასტერში კელიები დაიწვა

12:34 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

გარდაბანში, სოფელ თელეთთან ახლოს, შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან შენობას მოედო, სადაც მონასტრის ბერების კელიებია განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, ადგილზეა 5 ცისტერნა, 25-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძრი ლოკალიზებულია და ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შავნაბადას მამათა მონასტერი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]